მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები მათი ეგიდით გასამართი ყველა ტურნირიდან მოკვეთა, მსოფლიო ჩემპიონატზე რუსების ნაცვლად საქართველოს ნაკრები კვალიფიცირდა.
დღეს, ბუდაპეშტში მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობაც გაირკვა.
დეიან სტანოევიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები: უნგრეთი, ბრაზილია და მონტენეგრო იქნებიან.
მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 18 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings