ბოლო პერიოდში Crystalbet ეროვნულ ლიგაში განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფასი რეკორდულად გაიზარდა. Crystalbet ეროვნული ლიგა ამ დროისთვის 59.68 მილიონი ევრო ღირს. ამხელა ფასი პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორით არის განპირობებული, რომელიც 16 მილიონ ევროს შეადგენს.
კვარაცხელია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ერთად აღებული ეროვნული ლიგის 5 გუნდი.
ხვიჩას გარდა, ეროვნული ლიგის ფასზე გავლენა ზურიკო დავითაშვილისა და საბა კვირკველიას ტრანსფერმაც იქონია.
ყველაზე ძვირი ბათუმის “დინამო ღირს – 26.73 მილიონი ღირს, რომელიც მეორეადგილოსან თბილისის “დინამოს” 20 მილინზე მეტით აღემატება. საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი 6.03 მილიონად არის შეფასებული. მესამზეა გორის “დილა” 4.73 მილიონ ეროდ შეფასებული.
GIPHY App Key not set. Please check settings