იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას “ვირტუსი” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ “ოლიმპია მილანოს” დაუპირისპირდა და 83:65 დაამარცხა.
თორნიკე შენგელია ბოლონიელთა სასტარტი ხუთეულში იყო, თუმცა არცთუ კარგი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 27 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 5 მოხსნა მოაგროვა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +13 იყო.
24 ტურის შემდეგ “ვირტუს ბოლონიას” 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ბოლონიელები მეორე ადგილოსან “ოლიმპია მილანს” 4 ქულით უსწრებენ.
მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 13 აპრილს “ტრენტოს” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings