“ბაიერნმა” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ. ბუნდესლიგის დამთავრებას 5 ტური უკლია, მიუნხენელები კი 9 ქულით არიან წინ და მალე გაიფორმებენ მორიგ ვერცხლის სინს. მართალია, ბოლო ტურში 3 ქულა ლამაზად აღარ აუღიათ, მაგრამ მწვრთნელის თქმის არ იყოს, ახლა რა დროს ლამაზი თამაშია, მთავარი შედეგიაო. ეს შედეგი კი ისევ ლევანდოვსკიმ დადო, რომელმაც ერთადერთი ბურთი გვიან, 82-ე წუთზე შეაგდო, თან პენალტით.
წინა დღეს მოიგო დორტმუნდმა გადასარჩენად მებრძოლ “შტუტგარტთან” 2:0. ორივე გოლი იულიან ბრანდტმა გაიტანა, რომელიც შეცვლაზე მე-6 წუთზე შევიდა ტრავმამიღებული რეინას ნაცვლად. მან მე-12 წუთზე გაიტანა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ადრეული გოლია, რომელიც შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა გაიტანა.
მნიშვნელოვანი თამაში იყო სულ ბოლოს, დიდი ხნის წაუგებელმა “ლაიპციგმა” ერთ-ერთ კონკურენტ “ჰოფენჰაიმს” პრობლემების გარეშე აჯობა და თუ მომდევნო ტურში “ბაიერიც” მოინელა, საერთოდ მესამეზე გადავა. ოთხეულისთვის ბრძოლაში დარჩა “ფრაიბურგი”, რომელმაც მოახერხა სტუმრად არც თუ მარტივი თამაშის მოგება და სანუკვარ მე-4 პოზიციას 3 ქულით ჩამორჩება.
ჰაალანდი ზედიზედ 5 მატჩია ვერ იტანს ბუნდესლიგაში. ეს მისი უარესი სერიაა „ბორუსიაში“.
ნაგელსმანი: „სეზონის ამ სტადიაზე არ არის საჭირო ბრწყინავდე, უნდა მოიგო“.
ტომას მიულერმა ბუნდესლიგაში მე-300 მატჩი მოიგო. ასეთი რამ მხოლოდ ნოიერს და კანს გამოსვლიათ.
ლევანდოვსკიმ ამ სეზონში 40 მატჩში 46 გოლი გაიტანა.
ბუნდესლიგა – XXIX ტური
შტუტგარტი – დორტმუნდი 0:2
ვოლფსბურგი – არმინია 4:0
ფიურტი – გლადბახი 0:2
კიოლნი – მაინცი 3:2
ბაიერნი – აუგსბურგი 1:0
ჰერტა – უნიონი 1:4
ბოხუმი – ლევერკუზენი 0:0
აინტრახტი – ფრაიბურგი 1:2
ლაიპციგი – ჰოფენჰაიმი 3:0
GIPHY App Key not set. Please check settings