„გალათასარაი“ ყველა ღონეს ხმარობს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი დაასრულოს – ამ ინფორმაციას და მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო სიახლეებს Turkiyetoday ავრცელებს.
„24 წლის გიორგი მიქაუტაძე „გალათასარაის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, თურქეთის სუპერლიგის ლიდერს მისი შეძენით გუნდის გაძლიერება სურს. მას შემდეგ, რაც „ლიონმა“ თურქული კლუბის 22 მილიონი დოლარის შეთავაზება უარყო, „გალათასარაიმ“ ფრანგულ კლუბს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთავაზება მოიცავს გარანტირებულ 23 მილიონ დოლარს და დამატებით 3 მილიონს ბონუსების სახით, რაც, ჯამში, 26 მილიონი დოლარი იქნება. „ლიონი“ თავდაპირველად ამ წინადადებით დაინტერესდა, მაგრამ მოგვიანებით სხვა კლუბების მხრიდან მზარდი ინტერესის გამო მოთხოვნა 31 მილიონამდე გაზარდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის მთავარი მწვრთნელს, ოკან ბურუკსა და ვიცე-პრეზიდენტს, აბდულა კავუკჩუს შორის კლუბის სატრანსფერო გეგმების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეთანხმდნენ, რომ მიქაუტაძის შეძენა გუნდის შეტევის ხაზს საგრძნობლად გააძლიერებს.
„ლიონი“ მიქაუტაძის სატრანსფერო ფასს არ აკლებს. თუმცა, „გალათასარაის“ მზადყოფნა, გაზარდოს ფინანსური შეთავაზება, აჩვენებს, თუ რამდენად აფასებენ ქართველ ფეხბურთელს – ისინი მის შესაძენად ისტორიაში სარეკორდო შეთავაზებისთვისაც არიან მზად.
„გალათასარაის“ სურს, ეს ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაასრულოს და შეიძინონ უმაღლესი დონის ტალანტი, რომელიც გუნდს გააძლიერებს და ყველა შეჯიბრებაში კონკურენტუნარიანს გახდის“, – ამტკიცებს Turkiyetoday.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings