29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე, ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო, რუსეთის და ბელარუსის ნაკრების წევრები ვერ მიიღებენ. საეჭვოა უკრაინის ნაკრების გამოსვლაც.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ვარლამ ლიპარტელიანიცაა.
ტრავმის გამო, ამ ევროპის ჩემპიონატზეც ვერ იასპარეზებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია.
60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ: ლუკა მაისურაძე
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
GIPHY App Key not set. Please check settings