ბუდუ ზივზივაძეს ახალი სუნთქვა გაეხსნა: “უიპეშტის” შემაადგენლობაში ჩატარებულ 6 მატჩში, მან 6 გოლი გაიტანა. 26-ე ტურის შეხვედრაში ჩვენიანმა “მტკ ბუდაპეშტს” ეფექტური გოლი გაუტანა.
უნგრულმა გამოცემამ ქართველი თავდამსხმელი კიდევ ერთხელ შეიყვანა ტურის სიმბოლურ გუნდში.
“უიპეშტი” რომელიც უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, ბოლო 5-დან 4 შეხვედრა მოიგო და უკვე 33 ქულით მე-7 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს.
ბუდუ ზივზივაძემ სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლიც გაიტანა. ბუდუმ ბოსნიელებს ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ გაუტანა.
გეტყვით იმასაც, რომ ბუდუს “მტკ ბუდაპეშტის” კარში გატანილი გოლი უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის სამ საუკეთესო გოლში მოხვდა.
GIPHY App Key not set. Please check settings