უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ბერიძის “უიპეშტი” “მტკ ბუდაპეშტს” დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. ბერიძე 62-ე წუთზე შეცვალეს, ზივზივაძე-83-ეზე.
შეცვლამდე ერთი წუთით ადრე კი, ბუდუმ შორეული გასროლით აიღო მეტოქე გუნდის კარი. ბუდუ ზივზივაძესთვის ეს “უიპეშტის” მაისურით ჩატარებულ მეექვსე შეხვედრაში მეექვსე გოლია.
შეგახსენებთ, მან ბოსნია-ჰერცოგოვონიასთან მოგებულ მატჩში საქართველოს ნაკრების მაისურითაც შეძლო გატანა.
26 ტურის შემდეგ, “უიპეშტს” 33 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგგილზე და გასავარდნ ზონასაც, უკვე 8 ქულით დასცილდა. ქართველების გუნდმა ბოლო 5 -დან 4 მატჩი მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings