ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგი” მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში “პადერბორნს” დაუპირისპირდება.
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა მატჩის წინ “ჰამბურგის” შესახებ სტატია გამოაქვეყნდა, რომლის მიხედვით აღნიშნულ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო სკამიდან დაიწყებს და წინა მატჩებისგან განსხვავებით, “ჩაკის” ძირითადში ვერ ვიხილავთ.
როგორც გერმანული მედია წერს, ამ თამაშში “ჰამბურგის” სამწვრთნელო სტაფი შეტევის მარცხენა ფლანგზე ისევ ფარიდე ალიდუს ენდობა.
ამ დროისთვის “ჰამბურგს” 42 ქულა აქვს და მესამეადგილოსან “დარმშტადტს” 6 ქულით ჩამორჩება.
“ჰამბურგისა” და “პადერბორნის” შეხვედრა 2 აპრილს, თბილისის დროით, 15:30 საათზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings