in

მათ ჩემპიონთა თასს ჩაუარეს: იმედგაცრუებისა და სინანულის გალერეა

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალი წააგო ბოლო 4 წელიწადში – 2018 და 2022 წლებში თასი ორივეჯერ „რეალს“ დაუთმო.

სალაჰმა ვერ მოახერხა მადრიდისთვის სამაგიეროს გადახდა. კლოპიც ცდილობდა ოპტიმიზმის შენარჩუნებას, ტაშიც კი დაუკრა მაყურებელს.

ეს ახალი ექსპონატებია ფინალში დამარცხებული მეგავარსკვლავების გალერიადან. აი ძველები.

პეპ გვარდიოლა „ბარსადან“ წასვლის შემდეგ ვერაფრით იგებს ჩემპიონთა თასს. გასულ წელს ფინალშიც იყო, მაგრამ „ჩელსისთან“ წააგო.

2020 წელს ნეიმარი მაქსიმალურად ახლოს იყო ტიტულთან, მაგრამ მისი პსჟ „ბაიერნმა“ გააჩერა. ბრაზილიელს ერთი თასი აქვს, 2015-ში „ბარსაში“ მოგებული.

კილიან მბაპე იმ მატჩში რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და გადაავადა მთავარი ევროპული თასის მოგება.

„ტოტენჰემმა“ 2018/19 წლების სეზონში ზღაპრული კამპანია მოაწყო და ფინალამდეც მივიდა. ჰარი კეინმა ალბათ ამ გუნდში ამ თასის მოგების ერთადერთი შანსი გაუშვა.

ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა თასი ვერაფრით ვერ მოათვინიერა. „იუვენტუსის“ რიგებში სამი ფინალი ითამაშა – 2003, 2015 და 2017 – მაგრამ „ბებერ ქალბატონს“ სულ რაღაც აკლდებოდა.

რობერტ ლევანდოვსკის თასის მოგება 2013 წელს შეეძლო დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ერთად, მაგრამ მაშინ კლოპის გუნდმა პოლონელის მომდევნო გუნდთან, „ბაიერნთან“ წააგო.

ძალიან დასანანი წაგება შეემთხვა „ბაიერნს“, როდესაც ლამის მოგებული ფინალი დაუთმო ფერგიუსონის „მანჩესტერს“ 1998/99 წლების სეზონის ბარსელონურ ფინალში. ლეგენდარულ ლოტარ მათეუსს ჩემპიონთა თასი მოგებული არ აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კანტე ჩელსიდან მიდისო, პსჟ-ს პოგბა არ უნდა, ლევანდოვსკის ესპანეთი მოსწონს – სატრანსფერო ამბები

მამარდაშვილით ტოტენჰემი ინტერესდება