პსჟ-ს პრეზიდენტი არ მივიდა იმ ღონისძიებაზე, სადაც ფლორენტინო პერესიც იყო.
უეფამ ლუვრში საზეიმო ვახშამი მოაწყვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.
თავყრილობას სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად დაესწრნენ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და უეფას თავი ალეკსანდერ ჩეფერინი. პერესმა 20 წუთი დააგვიანა, ჩეფერინი 2 წუთით გვიან მივიდა.
შეხვედრაზე არ მისულა პსჟ-ს პრეზიდენტი და ევროპული კლუბების ასოციაციის თავკაცი ნასერ ალ-ხელაიფი, მიუხედავად იმისა, რომ ისიც იყო მიწვეული.
ვახშამზე ასევე იყვნენ „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, ექს-ფეხბურთელები ლუიშ ფიგუ და პრედრაგ მიატოვიჩი, „ლივერპულის“ ლეგენდა იან რაში და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს საღამოს, 23:00 საათზე პარიზის „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება, ყველაზე პრესტიჟული თასისთვის „რეალი“ და „ლივერპული“ იბრძვიან.
ჩვენ მოვდივართ: თამაში, რომლის გამო ცოლსაც კი დათმობ – რეალი და ლივერპული პარიზში ბრუნდებიან
GIPHY App Key not set. Please check settings