ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის ამბები ვიცით, ჰოდა, ახლა დანარჩენ მატჩებს ვეკვეთოთ.
შესანიშნავი მატჩი გაიმართა მილანში, სადაც “ინტერმა” “რომას” უმასპინძლა და 1:2 დამარცდა. ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ჟოზე მოურინიო ავტობუსიდან უყურებდა.
გულანთებული გულშემატკივრის ანტურაჟით გაფორფმებულ მატჩში კი უკეთესი დედაქალაქური გუნდი აღმოჩნდა. დი მარკოს გოლს, დიბალამ და სმოლინგმა უპასუხეს.
დრამატურგიით დამადლებული მატჩი მოიგო “მილანმა”, რომელიც “ემპოლის” ესტუმრა. მატჩის 92-ე წუთამდე ანგარიში 0:1 იყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ბაირამიმ ანგარიში გაათანბრა, თუმცა მილანელებმა ორი გოლი გაიტანეს. ბალო ტურემ და ლეაუმ როსონერის 3 ქულა მოუტანეს.
მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა “იუვენტუსმა”, რომელმაც “ბოლონიას” უმასპინძლა და კოსტიჩის, ვლაჰოვიჩისა და მილიკის გოლებით მოიგო.
საინტერესო იყო “ატალანტასა” და “ფიორენტინას” ჯახიც. შეხვედრა ბერგამოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა და გოლი ადემოლა ლუკმანმა გაიტანა.
“ლაციო” 4:0 “სპეცია”
“სასუოლო” 5:0 “სალერნიტანა”
“სამპდორია” 0:3 “მონცა”
სერია ა-ს 8 ტურის თავზე 20 ქულით “ნაპოლი” ლიდერობს, თუმცა ასევე 20 ქულა აქვს “ატალანტას”.
GIPHY App Key not set. Please check settings