in

რევოლუცია ინგლისურ ფეხბურთში: დირექტორებს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ

პრემიერლიგა რომ ფინანსური კვარცხლბეკის უპირობო ევერესტია, ეს არახალი ამბავია. ოღონდ, მედალს ორი მხარე აქვს და რამდენადაც იზრდება ფინანსები ინგლისურ ფეხბურთში, იმდენადვე მოხშირდა პრობლემებიც. მაგალითისთვის: მიმდინარე სეზონში ინგლისის საფეხბურთო ტრიბუნალმა “დერბი ქაუნთის” მთელი 21 ქულა დააკლო სხვადასხვა დარღვევათა გამო, რის გამოისობითაც გუნდი 45 წლის შემდეგ პირველად დაეშვა რანგით მესამე დივიზიონში. ასევე, სახსენებელია “ბერი”, რომელიც ნონ ლიგაში (ანუ მეხუთე დივიზიონი) დაქვეითდა, მიზეზი?- იგივე, რაც “დერბის” შემთხვევაში.

მოკლედ, ინგლისის ყოფილი სპორტის მინისტრი ტრეისი კრაუჩი გამოვიდა ინიციატივით: ფუნდამენტურად შევცვალოთ მთელი რიგი სტრუქტურული საკითხები, რათა სამომავლოდ თავიდან ავირიდოთ ფინანსური კოლაფსის შემთხვევებიო. თავის მხრივ, სამინისტრომ, ასოციაციამ და პრემიერლიგამ ამას მწვანე შუქი აუნთეს, ოღონდ ერთი ისაა, რომ პრემიერლიგას ამის დიდი სურვილი არ ჰქონია.

დაახლოებით 1 თვის წინ ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემა sky sports-მა დიდი სტატია გამოამზეურა ცვლილებათა შესახებ, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ჯერ ყველა დუმს.

რას შეეხება ძირითადად ცვლილებები?

1) სავალდებულო ტესტირება კლუბის მფლობელებსა და დირექტორატის წევრებს, რათა განისაზღვროს ამა თუ იმ პიროვნებას რამდენად ეწიფება ხელთ კლუბის მართვა (ბევრის აზრით, არაბული ფული “ნიუკასლში” ვერ გაჩნდებოდა ცოტა ადრე რომ დაწყებულიყო ეს ყველაფერი);

2) გაზრდილი ინვესტიცია ქალთა ფეხბურთსა და აკადემიებში;

3) გულშემატკივრის როლის მკვეთრი ზრდა. მაგალითისთვის: კლუბის, სტადიონის ანდაც გერბის სახელის შეცვლა გულშემატკივრის დასტურის გარეშე ვერ მოხდება. წარსულში გვახსოვს “ჰალ სიტის” ამბები. სანამ არველაძე დაინიშნებოდა, კლუბს ამერიკელები აკონტროლებდნენ და კლუბის სახელის შეცვლასაც ლამობდნენ, რადგან სახელის ჟღერადობა დაიწუნეს. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მათ კლუბის დატოვება მოუწიათ.

ეს მხოლოდ მცირე სიახლეებია იმ ვრცელ ნუსხაში, რომელიც ტრეისი კრაუჩიმ წამოატივტივა და ვნახოთ რაოდენ შეიცვლება ინგლისური ფეხბურთის ყოველდღიურობა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრებს ახალი ფორმები ექნება

ტიაგო ფინალს გამოტოვებს?