საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით გარიგებული მატჩების ბრალდებით 14 ფეხბურთელს დროებით ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალათ, ზუგდიდის “დინამოს” და “შევარდენი 1906”-ს ეროვნულ ლიგა 2-ში შედეგები გაუუქმეს და ლიგა 3-ში დააქვეითეს.
სკანდალი: ზუგდიდის დინამო და შევარდენი ლიგა 3-ში დააქვეითეს – რატომ?
ამ თემაზე კომენტარის გასაკეთებლად Sport4me.ge საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის “დინამოს” პრეზიდენტს, ვეტერან ფეხბურთელს ზაზა ჯანაშიას დაუკავშირდა.
“არ ვიცი რა უნდა ვთქვა. უარვყოფ რა თქმა უნდა. ჩემს გუნდში ასეთი რაღაც გამორიცხულია. გავასაჩივრებთ და uefa-ს გადაწყვეტილებასაც დაველოდებით. იმედია, სიმართლე დადგინდება.”-გვითხრა ზაზა ჯანაშიამ
GIPHY App Key not set. Please check settings