საქართველოს ნაკრების და “კრაკოვიას” მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე შესაძლოა მომავალ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში ვიხილოთ. ინფორმაციას პოლონელი ჟურნალისტი meczyki.pl-is youtube პოდკასტის საშუალებით ავრცელებს.
ჟურნალისტის თქმით მიმდინარე კვირაში “შტუტგარტმა” “კრაკოვიას” ქართველი მცველის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე მიმართა. პოლონელი საუბრობს იმის შესახებაც, რომ ქართველით MLS-ს ერთ-ერთი ლიდერი კლუბი “დალასიცაა” დაინტერესებული.
ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში პოლონური :კრაკოვიას” შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლი, 2 საგოლე პასია. 26 წლის მარჯვენა მცველს საქართველოს ნაკრებში 43 მაისური აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings