საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც როლან გაროსამდე ჟენევის 250 ქულიან ტურნირზე ასპარეზობს, 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა.
პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა არგენტინელი ფაკუნდო ბანისი დაამარცხა. პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4 მოიგო, რის შემდეგაც არგენტინელმა ტრავმის გამო მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, ბასილაშვილი ამ ეტაპზე მსოფლიოს 25-ე ჩოგანია, კარიერის საუკეთესო შედეგი კი, მე-16 ნომრობა იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings