გერმანულმა Transfermarket-მა კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა, სეზონის სიმბოლურ შემადგენლობაში მოხვდა, 1.8 მილიონ ევროდ არის შეფასებული და კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების Top 3-ში შედის.
პირველ-მეორე ადგილს “არისის” პოლონელი ფეხბურთელი მარიუშ სტეპინსკი (2.5 მილიონი ევრო) და “ომონიას” არგენტინელი მაქსიმილიანო ლოვერო (2.2 მილიონი ევრო) იკავებენ.
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში “აპოელის” მაისურით 23 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ “აპოელს” ჩემპიონობის შანსი აღარ აქვს, მე-2 ადგილი აქვს გარანტირებული და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings