ნეაპოლი თავის ლეგენდარულ კაპიტანს ლორენცო ინსინიეს დაემშვიდობა. დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე “ჯენოასთან” 3:0 მოგებული მატჩი ლორენცოსთვის “ნაპოლის” მაისურით ბოლო იყო. ის კარიერას MLS-ში, კერძოდ “ტორონტოში” გააგრძელებს.
მადლობა ქალაქს, რომელმაც ყველაფერი მომცა: ინსინიე წავიდა
ინსინიეს წასვლის შემდეგ იტალიურ მედიაში ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს მის პოზიციას. ერთ-ერთი მათგანი 21 წლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის შესახებაც “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვარაცხელიას სტილის ფეხბურთელს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა.
ლუჩიანო სპალეტი: კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელიას და “ნაპოლიში” ინსინიეს სავარაუდო შემცვლელის საკითხზე ვრცელ სტატიას Cakciomercato.com აქვეყნებს.
“ბოლო 10 წლის განმავლობაში “ნაპოლიში” მარცხენა ფლანგს ერთადერთი ოსტატი ჰყავდა და ის ლორენცო ინსინიე იყო. “ნაპოლის” კაპიტანმა დიეგო მარადონას სტადიონზე “ჯენოასთან” თავისი მშობლიური გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა გამართა. 50 000 გულშემატკივარი მის სახელს სკანდირებდა და თვალცრემლიანი ემშვიდებებოდა, თუმცა ახლა წარსულში ყურების დრო არ არის და “ნაპოლმა” მომავლისკენ უნდა გაიხედოს.
ინსინიეს შემცვლელი “ნაპოლიში” უკვე არსებობს. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც კაპიტნის შეცვლა შეუძლია მექსიკელი ირვინგ ლოსანოა, რომელსაც უყვარს მარცხნიდან შეტევები მეორე ვარიანტი ლუჩიანო სპალეტისთვის ხვიჩა კვარაცხელიაა. აურელიო დი ლაურენტისმაც დაადასტურა, რომ 2001 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მისი გუნდის პირველი ტრანსფერი იქნება. კვარაცხელია ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მას გარკვული დრო დასჭირდება იტალიურ ფეხბურთს შეეგუოს”, – წერს იტალიური გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings