საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც მოსკოვის ცსკა დატოვა და იტალიის “ვირტუსის” რიგებში ირჯება, შესაძლოა ზაფხულში NBA-ში დაბრუნდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას Basketnews.com ავრცელებს.
როგორც წყარო წერს, შენგელიათი სხვადასხვა ევროპული კლუბი მათ შორის “ბარსელონაც” არის დაინტერესებული, მაგრამ ქართველ კალათბურთელს ყველა ევროპულ კლუბთან მოლაპარაკებები შეჩერებული აქვს, რადგან მისი მისი მიზანი NBA-ში დაბრუნებაა.
თორნიკე შენგელია აშშ-ში უკვე თამაშობდა. 2010 წლის დრაფტზე ის 54-ე პიკად “ბრუკლინ ნეთსმა” აირჩია, რომლის შემდეგაც “ჩიკაგო ბულსის” რიგებშიც იყო, მაგრამ მისი ამერიკული კარიერა არცთუ წარმატებული გამოვიდა და ესპანურ “ბასკონიაში” გადავიდა.
30 წლის ქართველი კალათბურთელი გასულ კვირას ევროთასის გამარჯვებული გახდა. იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალის პირველ მატჩში კი, ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გამოტოვებს ქართველი.
GIPHY App Key not set. Please check settings