ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მოვალი წლის საკლუბო ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი სტადიონები დაამტკიცა.
2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს სტამბოლის “ათათურქის” სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. აღნიშნულ სტადიონზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალური მატჩი ორჯერ Covid 19-მა გადადო. ისე კი, ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბოლოს 2005 წელს გაიმართა და ისეთი მატჩი შედგა, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივარი ვერასდროს დაივიწყებს. საუბარი “მილანი”-“ლივერპულის” ფინალზეა.
პრაღის “ედენ არენა” უმასპინძლებს კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრას. ევროპალიგის გადამწყვეტი მატჩი მომავალ წელს კი ბუდაპეშტის “პუშკაშ არენა” უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings