in

მადლობა ქალაქს, რომელმაც ყველაფერი მომცა: ინსინიე წავიდა

“ნაპოლი” თავიანთ ლიდერს და კაპიტანს ლორენცო ინსინიეს დაემშვიდობა. ინსინიემ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ბოლო მატჩი “ჯენოას” წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 3:0 მოიგო. მატჩში ინსინიემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

,”მადლობა ქალაქს, რომელმაც ყველაფერი მომცა. მე აქ გავიზარდე, ერთად ვზეიმობდით და ერთად ვიტანჯებოდით, ზოგჯერ ვკამათობდით კიდეც, მაგრამ ყოველთვის ერთად ვიყავით, უზარმაზარი ოჯახივით. მიყვარს ჩემი მიწა და ჩემი ხალხი. ნაპოლიში თამაში არა მხოლოდ საოცარი გამოცდილება იყო, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სიყვარულით და სიამაყით მივიღე. წლების განმავლობაში დაუვიწყარი მომენტები დავაგროვეთ, რომელსაც მთელი ცხოვრება ვატარებ. მადლობა ყველას”-სწორედ ამ სიტყვებით დაემშვიდობა ლორენცო ინსინიე “ნაპოლის” ქომაგებს.

ლორენცო ინსინიე “ნაპოლის” გაზრდილია. მან ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 433 მატჩში 122 გოლი გაიტანა. ინსინიე “ნაპოლის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ დრის მერტენსს აქვს გატანილი.

ლორენცო ინსინიე კარიერას MLS-ში “ტორონტოში” გააგრძელებს.

შეგახსენებთ, სწორედ ინსინიეს შემცვლელად განიხილება საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც “ნაპოლისთნ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის მომენტი ლიგა ენდესას ტურის TOP 10-ში მოხვდა

2023 წლის ევროტურნირების ფინალის მასპინძელი სტადიონები ცნობილია: ამჯერად მაინც ეღირსება სტამბოლს?