85-ე წუთზე ენ ნესირის გოლმა „სევილიას“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა. სევილიელებს ოთხეულისთვის თანაქალაქელი „ბეტისი“ ეცილებოდა, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ აღებულმა 1 ქულამ მინიმუმ მე-4 ადგილი „სევილიას“ მოუტანა. მინიმუმ იმიტომ, რომ „ატლეტიკოსა“ და „სევილიას“ შორის სხვაობა სულ 1 ქულაა, თუმცა ალბათ დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს მე-3-ზე გახვალ თუ მე-4-ზე.
ევროპალიგის საგზურის მოსურნეები შეხვდნენ ერთმანეთს: „ვილიარეალმა“ უმასპინძლა „სოსიედადს“ და მეორე ტაიმში გაშვებული გოლებით დაუთმო როგორც მატჩი, ისე ევროპა ლიგის საგზურიც, თავად კი მოუწევს კონფერენს ლიგის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რადგან ბილბაოს „ატლეტიკს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, ბოლო ტურში კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტ გუნდს „ნოუ კამპზე“ უწევს ჩასვლა.
საინტერესო და უშეღავათო ბრძოლებია ცხრილის ქვემოთაც. „მალიორკამ“ სასიცოცხლო 3 ქულა 90+2 წუთზე მოიპოვა და 36 ქულა აქვს, ისევე როგორც „კადისს“, რომელმაც „რეალთან“ ქულა გაიყო, თუმცა მე-2 ტაიმში ვეტერან ნეგრედოს რომ პენალტი გაეტანა, გასავარდნ ზონაში ჩარჩენილ გუნდს იქნებ მოეგო კიდეც ჩემპიონისთვის. ამ წუთისთვის „კადისი“ ვარდება, თუმცა მას და „მალიორკას“ თანაბარი, 36 ქულა აქვთ, ხოლო „გრანადას“ ერთით მეტი, 37 ქულა.
„სევილია“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, „ბეტისი“ და „სოსიედადი“ – ევროპა ლიგაზე, „ალავესი“ გავარდა.
„ბარსელონამ“ პროტესტის ნიშნად ლგბტ-ფობიის წინააღმდეგ იასამნისფერი ფორმით ითამაშა
ჩავი: “ტიტულის აღების იმედი მქონდა. „ბარსამ“ მომდევნო სეზონში ტროფეისთვის უნდა იბრძოლოს“.
ლუნინი – „რეალის“ ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ლა ლიგაში პენალტი მოიგერია, მინიმუმ ბოლო 13 წლის მიხედვით.
ლა ლიგა – XXXVII ტური
ესპანიოლი – ვალენსია 1:1
ბილბაო – ოსასუნა 2:0
ატლეტიკო – სევილია 1:1
ბეტისი – გრანადა 2:0
კადისი – რეალი 1:1
სელტა – ელჩე 1:0
ხეტაფე – ბარსელონა 0:0
ლევანტე – ალავესი 3:1
მალიორკა – რაიო ვალეკანო 2:1
ვილიარეალი – სოსიედადი 1:2
GIPHY App Key not set. Please check settings