უკრაინულმა სპორტულმა ვებგვერდმა Эпоха Футбола-მ თბილისის “დინამოს” უკრაინელ ფეხბურთელ სტანისლავ ბილენკისთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც უკრაინელი თავდამსხმელი საქართველოში გატარებულ პერიოდსა და ქართველი ხალხის მხრიდან უკრაინისადმი თანადგომაზე საუბრობს.
“საქართველოში ყველა მხარს უჭერს და ძალიან აღელვებს უკრაინის ბედი. ქართველებმა 2008 წელს მსგავსი სცენარი საკუთარ თავზე გამოცადეს და მათ ყველაზე კარგად ესმით უკრაინის. ქართველებისგან მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები მესმის, რომ ეს ყველაფერი მალე, ჩვენ სასიკეთოდ დასრულდეს”, – თქვა სტანისლავ ბილენკიმ.
Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში სტანილავ ბილენკიმ 12 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings