ქართული წყალბურთის დიდი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეთოთხმეტე, ბოლო, ტურის შეხვედრაში თბილისის “დინამომ” საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” მსოფლიო წყალბურთის გრანდი პირეოსის “ოლიმპიაკოსი” უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 14:13 დაამარცხა.
მატჩი არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტდა, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არცერთ გუნდს არ ჰქონდა.
“დინამომ” პირველი ტაიმი კარგად დაიწყო. მეორე ნახევარში, მატჩის ბოლოსკენ, პირეოსელებმა თამაშს მოუმატეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დეიან სტანოევიჩის გუნდმა, ბრწყინვალედ ითამაშა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა.
ამით თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეონში გამოსვლა 2 მოგებით და 12 მარცხით დაასრულა. წინა ტურში “დინამომ” ხორვატული “იადრან სპლიტი” დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings