„ვალენსიამ“ გულშემატკივრებს მოუწოდა შეწყვიტონ კრიტიკა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის მისამართით.
„მტრული გამონათქვამების ნიაღვარმა, რომლის ერთადერთ მიზანია ზიანი მიაყენოს მწვრთნელს და გუნდს, გამოიწვია ძალიან სერიოზული შეურაცხყოფა გულშემატკივრების მხრიდან ჩვენი მწვრთნელის მისამართით, რასაც ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება კვებავს.
ამ მიზეზით კლუბის სახელით გთხოვთ გამოიჩინოთ ჩვენი მწვრთნელისა და გუნდის მიმართ პატივისცემა“, – ნათქვამია ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ვალენსია“ 44 ქულით მე-10 ადგილზეა და ხშირად ჩაკეტილ, უსახურ ფეხბურთს აჩვენებს.
GIPHY App Key not set. Please check settings