in ,

წყალქვეშა ნავმა ბოლომდე ვერ გაცურა: ლივერპული ფინალშია

მადლობა “ვილიარეალს” ბრძოლისთვის და იმ საოცარი ემოციებისთვის, რომელიც ამ პატარა ქალაქის გუნდმა გულშემატკივრებმა გვაჩუქა. ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლა სერამიკაზე” “ვილიარეალმა” “ლივერპული” მიიღო და 2:3 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა “ენფილდზე” იურგენ კლოპის გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ “ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” პირველ ტაიმში საოცარი ფეხბურთი აჩვენა და საწაულთანაც ახლოს იყო.

მატჩი უნაი ემერის გუნდისთვის იდეალურად დაიწყო. “ვილიარეალი” უკვე მატჩის მეორე წუთზე დიას გოლით დაწინაურდა.

პირველ ნახევარში “ვილიარეალმა” საოცარი ფეხბურთი აჩვენა და მერსისაიდელებს კარში ზუსტი დარტყმაც არ ჰქონიათ. ტაიმის მიწურულს “ვილიარეალმა” მეორე გოლიც გაიტანა. თავი კოკელინმა გამოიჩინა.აღსანიშნავია, რომ კოკელინმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 62-ე შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში უნაი ემერიმ თავის სტილს არ უღალატა და ნაცვლად პირველ ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთისა, დაცვაში ჩაჯდა, ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი და დაისაჯა კიდეც.

კლოპის ფორმაციის “მონსტრი ლივერპული” ნელ-ნელა ამწიფებდა გოლს და გაიტანა კიდეც. ფაბინომ მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, ხერონიმო რულმაც ბავშვური შეცდომა დაუშვა, ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა და გოლიც გავიდა. ხუთ წუთში ლუის დიასმა ანგარიში გაათანბრა. მატჩის 74-ე წუთზე კი, “ლივერპული” სულაც წინ გავიდა. რულის უპატიებელი შეცდომის შემდეგ, ცარიელ კარში ბურთი სადიო მანემ შეაგორა.

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე ფინალს ითამაშებს და შეეცდება “მილანის” შედეგის განმეორებას (7-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა)

ფაქტები

ვილიარეალმა ჩემპიონთა ლიგაზე კარის ჩარჩოში ბოლო 8 ზუსტი დარტყმიდან 8 გოლი გაიტანა (იუვენტუსთან პირველი მატჩიდან დღევანდელ შეხვედრამდე)

 ეტიენ კაპუმ ლივერპულთან პირველ ტაიმში 2 საგოლე პასი გააკეთა და ვილიარეალის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა.

ბულაიე დიას გოლი (2 წუთსა და 51 წამში) 2018 წლის აპრილის შემდეგ (მანჩესტერ სიტისთან 1:57 წუთში) ყველაზე სწრაფი გოლია, რომელიც ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგაზე გაუშვა.

ფრანსის კოკლენიმ ჩემპიონთა ლიგაზე 39-ე შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.

ვილიარეალმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში საშინაო მატჩი პირველად წააგო (2 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება).

ხერონიმო რულიმ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვა (3), რაც გოლით დასრულდა და პირველი მეკარეა 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ლორის კარიუსის შემდეგ, რომელმაც ერთ თამაშში ორი შეცდომა დაუშვა, რაც მის გუნდს გოლად დაუჯდა.

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში მეათედ გავიდა და იუვენტუსს გადაასწრო (9 ფინალი), მხოლოდ მადრიდის რეალს (16), მილანსა (11) და ბაიერნს (11) ჩამორჩება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საოცარი ატმოსფერო დინამო არენაზე: დინამოების მატჩი უგოლოდ დასრულდა

ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა და მადრიდის მასტერსს გამოეთიშა