in

ნიკოლობ ბასილაშვილმა ფაბიო ფანინი დაამარცხა და მადრიდის მასტერსი მოგებით დაიწყო

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მიუნხენის ტურნირზე მარცხის შემდეგ რეიტინგში 7 პოზიციით დაქვეითდა და ამ ეტაპზე მსოფლიოს 27-ე ნომერია, მადრიდის 100 ქულიან მასტერსზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო.

ტურნირის 1/32ფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზი ATP რეიტინგის 51-ე ნომერს იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდა და ორ სეტშ 7:5;6:4 ი დაამარცხა.

პირველ სეტში 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებებზე ძალიან დამაჯერებელი იყო და მარტივად მიჰქონდა. მეტოქეს კი, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

პირველ სეტში 4:2-ზე ნიკამ კიდევ ერთხელ მოახერხა ფონინის დაბრეიქება და მერვე გეიმში სეტზე მოწოდებიდ უფლებაც მოიპოვა. ნიკამ ეს გეიმიც კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოსკენ ფონინმა შეძლო ქართველის დაბრეიქება, რასაც მშრალზე მოგებული საკუთარი გეიმი და კიდევ ერთი ბრეიქი მიაყოლა. ნიკას თითქოს ის ჩავარდნა დაეწყო, რომელიც ბოლო მატჩებში დაშცემდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ გეიმში უკვე მან შეძლო ფონინის დაბრეიქება. ნიკამ ისევ მოაწოდა სეტზე და ამჯერად შეძლო სეტის მის სასარგებლოდ დახურვა-7:5

ნიკამ მეორე სეტიც ბრეიქით დაიწყო და თავიდანვე 1:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ თავისი მოწოდება წააგო მშრალზე. პირველი სეტის მსგავსად, მეორე სეტშიც საკმაოდ საქანელა თამაში წავიდა. 2:2-ზე უკვე ნიკოლოზმა შეძლო ფონინის მოწოდების თავის სასარგებლოდ დასრულება da 4:2-ც გახადა ანგარიში, თუმცა ახლა უკვე იტალიელის და მისი ბრეიქის ჯერი დადგა. ბასილაშვილმა ერთი ბრეიქის უპირატესობა მაინც გამოიყენა 5:4-ზე მატჩე მოაწოდა და შეხვედრაც მის სასარგებლოდ დაასრულა.

მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზის მეტოქე 18 წლის ესპანელი ტალანტი კარლოს ალკარასი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოინდომა რა: მამარდაშვილს ლიდერს ართმევენ – ტრანსფერების ჭორები დაიწყო

გაგნიძის და გვილიას რაკოვი პოლონეთის თასის გამარჯვებულია