in

სიბელესის მოედანი – რეალის ზეიმის ძალა: არადა ქალღმერთთან თავიდან ატლეტიკოს ფანები მიდიოდნენ

ტიტულების აღნიშვნა სიბელესის მოედანზე – მადრიდის „რეალისა“ და მისი გულშემატკივრების საკმაოდ ძველი ტრადიციაა. როდესაც „სამეფო კლუბი“ ტროფეის იგებს, ყველამ იცის სად აღნიშნავენ.

მოედნის ცენტრში შადრევანია, რომლის შუაგულშია ქალღმერთი ეტლით. ის დედა-ბუნებას გამოსახავს, მიწათმოქმედებისა და მოსავლიანობის მფარველია.

მარსელო წლევანდელი ჩემპიონობის შემდეგ ქალღმერთს ლოყაზე კოცნის.

რაული, კასილიასი და ზიდანი ქალღმერთს მიუსხდნენ 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ.

რაული ქალღმერთს 2007 წელსაც ეამბორა, როდესაც „რეალმა“ ლა ლიგა მოიგო.

2011წელს მადრიდელთა კაპიტანი იკერ კასილიასი იყო. მან ქალღმერთის კოცნა ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონას“ დამარცხების გამო დაიმსახურა.

ერთი წლის შემდეგ კასილიასმა ქალღმერთს „რეალის“ დროშა მოახვია, რადგან გუნდმა 4 წლის შემდეგ პირველად მოიგო პრიმერა.

2013/14 წლების სეზონში მადრიდელებმა ისევ „შეაწუხეს“ ქალღმერთი – უკვე ჩემპიონთა ლიგის გამო, ფინალში „ატლეტიკოს“ მოუგეს. იკერთან არის სერხიო რამოსიც, იმ ფინალის მთავარი გმირი.

2016 წელს რამოსს პირადი აუდიენცია ჰქონდა ქალღმერთთან – ისევ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების გამო.

2016/17 წლების სეზონში ლა ლიგის მოგების გამო სერხიო უკვე მარსელოსთან ერთადაა.

ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარმატების ზეიმისას.

2018 წელს „რეალი“ კიევიდან ზედიზედ მესამე ჩემპიონთა თასით დაბრუნდა.

2019/20 წლებში „რეალმა“ ლა ლიგაც მოიგო და ქვეყნის სუპერთასიც, მაგრამ კორონავირუსის გამო ყველა მასობრივი ღონისძიება აიკრძალა.

ქალღმერთს კიდევ ორი წელიწადი დასჭირდა ლოდინი.

რატომ ზეიმობს რეალი სიბელესზე?

სიბელესის მოედანზე გულშემატკივრებთან ერთად პირველი ტროფეი „ატლეტიკომ“ აღნიშნა – 1962 წელს, როდესაც თასების თასი მოიგო. „ატლეტიკოს“ შტაბ-ბინა მოედანთან ახლოს იყო, ამიტომაც სწორედ აქ აღნიშნეს.

ამის შემდეგ ეს ტრადიცია ჩაქრა, მაგრამ დაბრუნდა 1986 წლის ზაფხულში, როდესაც გულშემატკივრების ტალღა მოედანზე გავიდა, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი დანია დაამარცხა (5:1). იმ შეხვედრაში „რეალის“ ლეგენდამ ემილიო ბუტრაგენიომ პოკერი შეასრულა.

იმ საღამოს მადრიდში ძალიან ცხელოდა, ამიტომ ფანები შადრევანთან შეგროვდნენ. მსოფლიო ჩემპიონატი „რეალის“ ჰეგემონიის დაწყებას დაემთხვა, როდესაც გუნდმა ჩემპიონატი 1986-დან 1990 წლამდე 5-ჯერ მოიგო. 4 სიბელესის მოედანზე იზეიმეს და ეს სასიამოვნო ტრადიცია გახდა.

„ატლეტიკოს“ გულშემატკივრებმა კი ოდნავ სამხრეთით გადაინაცვლეს – ნეპტუნის შადრევანთან.

სიბელესის მოედანი ალბათ ძალიან დიდხანს შეიღებება „სამეფო“ ფერებში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური მედია: თავის ასაკის მეკარეებში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

ტექნიკური წაგება და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია სტადიონს