კატალონიის „ბარსელონას“ მძიმე ფინანსური სიტუაციის შესახებ უკვე იცით და ცოტა ხნისწინ დავწერეთ თუ როგორ გეგმავდა გუნდი ამ კრიზისიდან გამოსვლას. გადაწყდა მერჩენდაიზის 49.9%-ისა და სატელევიზიო უფლებების 10%-ის გასხვისება, რითაც „ბარსა“ დაახლოებით 700 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. კლუბის ჯამური ვალი მილიარდს აღემატება.
„ჩვენ მყისიერი მოქმედება გვჭირდებოდა, რათა ფინანსური მზაობა დაგვემტკიცებინა, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლუბის ფინანსური ბაზა სატელევიზიო უფლებების გასხვისებით გაგვემდიდრებინა. „sixth street” ფეხბურთის დიდი ქომაგია, რომელსაც სპორტულ ბიზნესში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. როგორც პარტნიორი, ისინი დიდ ცოდნას მოგვცემენ და თან ნებას დაგვრთავენ ოპერაციები დამოუკიდებლად განვახორციელოთ“- თქვა „ბლაუგრანას“ ხელმეორედ არჩეულმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ.
„ბარსელონას“ ფინანსური კაპიტალი 30 ივნისამდე სჭირდებოდა, რადგან 1 თვის შემდეგ ლა ლიგამ უნდა გამოაქვეყნოს ახალი სეზონის სახელფასო ჭერი. ამის გათვალისწინებით, „ბარსა“ მილიარდიანი ვალით მიიღებდა მიზერულ ჭერს და ბევრი მოთამაშის გასხვისებაც მოუწევდა. სწორედ ამითაა ნაკარნახები მყისიერი მოქმედება. გასულ ივნისს, გუნდმა მესის უფასო კონტრაქტი შესთავაზა, რადგან ხელფასს ვერ გადაუხდიდა, დღეს კი მესი „პსჟ“-შია. წელსაც იგივე სიტუაციაა, გუნდმა შეიპირა ფრანკ კესი და ანდრეას კრისტენსენი, მაგრამ მათ დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, რადგან სახელფასო ჭერი არ უშვებს.
„ბარსას“ ვიცე პრეზიდენტმა ფინანსურ საკითხებში, ედუარდ რომეუმ დაადასტურა, რომ „CVC”-თან შარშანდელი ხელშეკრულება გაუქმებულია. ასე მოიქცა „რეალიც“ და ბილბაოს „ატლეტიკიც“.
რას წარმოადგენს „sixth street”?
კომპანია, რომელიც 2009 წელს დაარსდა და მათი ანგარიშის მიხედვით, პარტნიორი ორგანიზაციების 60 მილიარდიან აქტივებს განკარგავენ. ფინანსურ მარკეტში არსებობს ტერმინი : „asset under management”, რომლის განმარტებაც, სწორედ კლიენტის აქტივის განკარგვას ნიშნავს.
ამერიკულმა კომპანიამ რამდენიმე წლის წინ „სან ანტიონიო სპურსის“ ინვესტორობაც იკისრა. 2016 წელს „მეექვსე ქუჩამ“ „spotify”-ში მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა.
GIPHY App Key not set. Please check settings