in

ფეხბურთელები და ფიტნეს ინსტრუქტორები: ბომბი, რომელიც არავინ იცის როდის გასკდება?

ის, ვინც სოციალურ ქსელს მოიხმარს, უეჭველად იცის, რომ ფიტნეს ინსტრუქტორების ზეობის ხანაში ვცხოვრობთ. ბოლო წლებში სოც.ქსელების და განსაკუთრებით, ინსტაგრამის პოპულარიზაციამ ფიტნეს ინსტრუქტორებს მშვენიერი პლაცდარმი შეუმქნა, რომ თავიანთ ხელობას ჯეროვანი რეკლამა გაუწიონ და სარჩო მოიპოვონ. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ვარჯიშობს ფიტნეს ინსტრუქტორთან. ეს ყველაფერი კარგია, რადგან მძიმე სამსახურეობრივი დღის შემდეგ ეს სერიოზული განტვირთვაა და თვალსაც სიამოვნებს, როცა სხეული კარგ ფორმაშია. ერთ მხარეს ჩვენ, ჩვეულებრივი ხალხი ვართ და მეორე მხარეს კი მოთამაშეები, რომელთა თითო ამოსუნთქვა რამდენიმე გირვანქად ფასობს. ჰოდა, „ატლეტიკმა“ ამ თემას ვრცელი ანალიტიკური სტატია მიუძღვნა და ჩვენც შევიხედოთ.

კარსმომდგარმა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატმა, ისედაც ხანმოკლე შვებულება ფეხბურთელებს კიდევ უფრო შეუმცირა. მაგალითისათვის: „მანჩესტერ იუნაიტედმა“; „ლიდსმა“; „ბრაიტონმა“; „ვულვზმა“ და „ლესტერმა“ ახალი სეზონისათვის მზადება უკვე დაიწყეს. დანარჩენი გუნდები იქითა კვირიდან განაახლებენ საწვრთნელ პროცესს და რა გამოვიდა? პრემიერ ლიგის ბოლო ტური 23 მაისს იყო და მოთამაშეებს სულ 3 კვირიანი არდადეგები გამოუვიდათ.
არდადეგების პერიოდში კი მოთამაშეები ფოტოს-ფოტოზე აქვეყნებენ თუ როგორ ემზადებიან პერსონალურ მწვრთნელებთან ერთად. ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა ტონი შტრუდვიკმა, სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერში“ პერფორმანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა და ხსენებულ რეგალიას 2018 წლამდე ინარჩუნებდა. მას, განსაკუთრებით, ფიტნეს დონის კონტროლი ეხებოდა და, ცხადია, მისი აზრი ერთობ საინტერესოა.

„კლუბები მილიონებს ხარჯავენ მოთამაშეების მხარდასაჭერად. მომძლავრებულ პერსონალურ მწვრთნელთა გაკონტროლების მხრივ კი კლუბები და მთლიანად ლიგა არასაკმარისად მკაცრია“- დაწერა შტრუდერმა თვითერზე. მისი გულისტკივილი კი შემდეგია: „ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, რომ მოთამაშეებმა პერსონალური ვარჯიშების გამოისობით მძიმე ტრავმები მიიღონ. მოთამაშეები 48 კვირის განმავლობაში ინტენსიურად იტვირთებიან. მათზე კლუბი ზრუნავს და მილიონებს ხარჯავს. ამის შემდეგ კი მოთამაშეები ენდობიან ხალხს, რომლებმაც არაფერი იციან მათი წარსულის, გადატანილი ტრავმებისა და სპეციფიკური ვარჯიშების შესახებ. იმაზე არ ვსაუბრობ ინსტრუქტორები კარგები არიან თუ ცუდები, უბრალოდ შეუძლებელია მათ საკმარისი ცოდნა ჰქონდეთ, რომ 10-ეულ მილიონად შეფასებულ ათლეტებთან იმუშაონ“.

ათლეტები განსაკუთრებით, გასული ორი კვირის განმავლობაში გააქტიურდნენ. ჯეიმს მედისონმა და ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენმა ერთბოლივი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელშიც ჩანს, რომ ისინი დარბიან. „ლივერპულის“ ახლად შეძენილმა ფორვარდმა, დარვინ ნუნიესმა კი ფოტო დარბაზიდან გამოაქვეყნა და სურათს სათაურიც დაურთო: არცერთი დღე დასვენებისათვის. შემდეგ აარონ ვან ბისაკა, მოჰამედ ელნენი, ჯეიდონ სანჩო და ბაილიც ჩაერთვნენ და ყოველდღიურად ათასობით ასეთი სურათი ქვეყნდება.

შტრუდვიკი ამ ტენდენციას ასე აფასებს: „ეს რუსული რულეტის თამაშს გავს. როდემდე გაგიმართლებს არავინ იცის და ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს!“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა ქეცბას მიმართავს

ბარსელონამ სატელევიზიო უფლებების 10% 25 წლით გაყიდა