სერია ა-ში მომდევნო სეზონიდან „ოქროს მატჩს“ შემოიღებენ.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე ცვლილებები მოიწონეს.
„ოქროს მატჩი“ მხოლოდ იმ პირობით შედგება, თუ სატურნირო ცხრილში პირველი ორი გუნდი ერთი და იგივე რაოდენობის ქულებს მოაგროვებს.
საინტერესოა, რომ ფრის შემთხვევაში დამატებითი დრო აღარ იქნება და გუნდები პირდპაირ პენალტების სერიაზე გადავლენ.
სიახლე მხოლოდ იტალიის ჩემპიონის გამოვლენაზე ამოქმედდება.
თუ გუნდები ევროთასებზე მოსახვედრი ადგილებისთვის იბრძოლებენ, აქ უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება.
გარდა ამისა, იტალიაში დაუშვეს მატჩის განმავლობაში 5 შეცვლის უფლება.
გასულ სეზონში ჩემპიონი „მილანი“ გახდა, რომელმაც 2 ქულით გაასწრო თანაქალაქელ „ინტერს“.
GIPHY App Key not set. Please check settings