in

სანამ ლატვიაში წავიდოდნენ: მორიგი გამარჯვებისთვის ბრძოლა დაგვჭირდება

საქართველოს კალათბურთელთა მა ნაკრებმა ლატვიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსმა სპორტის სასახლეში გამართულ ვარჯიშზე ის 13 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც უკრაინასთან სათამაშოდ დღეს, გამთენიისას ლატვიაში გაემგზავრნენ.

საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი დარჩა სათამაშო – უკრაინას რიგაში 1 ივლისს შეხვდება, ხოლო 4 ივლისს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან ერთად მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური გარანტირებული აქვს, თუმცა ორივე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე და გადამწყვეტ ეტაპზე ამ გუნდებთან დაგროვილი ქულები გადაჰყვება.

ჩვენი ნაკრები რიგაში 13 კალათბურთელით წავიდა, რომელთაგან უკრაინასთან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება.

კომენტარები მთავარმა მწვრთნელმა – ილიას ზუროსმა და მოთამაშეებმა – თორნიკე შენგელიამ, გოგა ბითაძემ და დუდა სანაძემ გააკეთეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიაში ოქროს მატჩი იქნება: მარტო ჩემპიონობაზე