in

ვალენსიას ფანები რეალთან მატჩის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ: კლუბის განადგურების თანამონაწილეები არ გავხდებით, ფულის გამო გუნდის მოკვლას არ დავუშვებთ

„ვალენსიას“ გულშემატკივრების ჯგუფმა მადრიდის “რეალთან” მატჩის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებულ მატჩში ვალენსია 3 იანვარს მესტალაზე „სამეფო კლუბს“ დაუპირისპირდება.

კვირას, „ვალენსიის“ აქციონერთა ასოციაციამ Libertad VCF-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ხალხს მოუწოდებს არ დაესწრონ კლუბის პირველ საშინაო მატჩს 2025 წელს. აქცია მიმართულია კლუბის ხელმძღვანელობისა და მისი მფლობელის პიტერ ლიმის წინააღმდეგ.

„ვალენსიაში“ სიტუაცია კრიტიკულ წერტილამდე მივიდა. პიტერ ლიმმა და მისმა თანამძრახველებმა მიიყვანეს ჩვენი კლუბი სპორტულ, ეკონომიკურ და სოციალურ კოლაფსამდე. როგორც ჩვენი გუნდის მომავლის ერთგული საზოგადოება, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ეს. ჩვენი მოვალეობაა ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ.
ამიტომ მოვუწოდებთ 3 იანვარს, მადრიდის “რეალთან” მატჩში “მესტალიას” სრული ბოიკოტისკენ. კლუბის განადგურების თანამონაწილეები არ გავხდებით. ფულის გამო „ვალენსიას“ მოკვლას არ დავუშვებთ.
გულშემატკივრებო, ეს რთული ბრძოლაა. ჩვენ მარტო ვართ, მაგრამ არ გავჩუმდებით. დავაცარიელოთ „მესტალია“, რათა დავგმოთ მათი მტაცებლური ქმედებები და ვაჩვენოთ, რომ არ მივცემთ უფლებას გაანადგურონ ჩვენი კლუბის იდენტობა და მომავალი, რათა კიდევ უფრო გამდიდრდნენ. ნუ ვიქნებით ჩუმად“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, 17 მატჩიდან 12 ქულით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულიაშვილმა სარაევოსთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააგრძელა

წლის მწვრთნელი უდაოდ ანჩელოტია