in ,

ყოფილი ულტრასი ჰერტას პრეზიდენტად აირჩიეს

კლუბის დირექტორათი ფუნქციონირების საკვანძო წერტილი რომ არის ეს კარგად მოგეხსენებათ. ჰოდა, სხვადასხვა ქვეყანაში მართვის სტილი განსხვავებულია. მაგალითად, ინგლისში 100 პროცენტიანი წილის ფლობა მოსული ამბავია და კლუბების უმეტესობა ასე მოქმედებს. აი რაც შეეხება გერმანიას, აქ ოდითგანვე 50+1 წესი მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 51 პროცენტიანი წილის ფლობა არავის შეუძლია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა ერთპიროვნული მმართველობა თავიდან იქნას არიდებული და გულშემატკივრის როლი არ დაიკარგოს.

ბერლინის „ჰერტას“ გუშინ პრეზიდენტის არჩევნები ჰქონდა და ისეთი ფაქტი მოხდა, ხშირად რომ ვერ წააწყდები. გუნდის ყოფილი ულტრასი და ახლა კომუნიკაციების ბიზნესში ჩართული კაი ბერნშტაინი 1670 ხმით, ერთპიროვნულად აირჩიეს. მისი კონკურენტი ფრანკ შტეფელი 1280 ხმით შემოიფარგლა.


„კლუბს ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც ხნიერ ქალბატონს, რადგან ახლა განსაცდელის ჟამი აქვს და ჩვენი დახმარება სჭირდება. სრულიად ვცდილები ოპერაციულ ბიზნესს და მთელს ჩემ ძალისხმევას კლუბის განვითარებას მოვახმარ. პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, იმ 1300 ადამიანთან კომუნიკაციაა, რომლებმაც მხარი არ დამიჭირეს. მოდით, დავსხდეთ, ვისაუბროთ და ვიკამათოთ. მე ამ ხალხის ნდობის მოპოვება ყველაზე მეტად მჭირდება. ლარს ვინდჰორსტის 14 წლიანი მოღვაწეობა პოზიტივსაც შეიცავდა და ნეგატივსაც. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“ – ამ სიტყვებით წარსდგა ბერლინის „ჰერტას“ 41 წლის პრეზიდენტი.

„მას, ჯერ არ ვიცნობ. უახლოეს მომავალში დავსხდებით და მომავალზე ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ!“- ეს კი მენეჯერ, ფრედი ბობიჩის სიტყვებია.

მოკლედ, ბერლინში ახალი ფურცლის წერა იწყება და ვნახოთ, ერთ დროს კლუბის ჩენტების მოღიღინე ბერნშტაინი „ჰერტასთვის“ რას იზამს. გასულ სეზონში ბერლინელებმა მე-16 პოზიცია დაიკავეს და დასარჩენ ბრძოლაში „ჰამბურგს“ 2:1 მოუგეს, რითაც ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩელსიში წმენდა გრძელდება: გრანოვსკაიას შემდეგ გუნდი ჩეხმაც დატოვა

ჩეფერინი კლოპსა და გვარდიოლას პასუხობს: არ ითამაშებთ ბევრს? ფულსაც ვერ მიიღებთ!