საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე მატჩი ითამაშა. ჩვენები მასპინძელთა ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა დათმეს – 14:18.
ეს ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გახლდათ, რომელსაც უნდა გაერკვია, საქართველო პლეი-ოფში ვის შეხვდებოდა – ხორვატიას თუ იაპონიას. საბოლოოდ გვერგო ხორვატია. საქართველოსა და ხორვატიას შორის გამარჯვებული გავა კიდეც მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში.
ფავორიტ უნგრეთთან თამაში კი ბევრისთვის მოულოდნელად დაიწყო – ანგარიშიც ჩვენ გავხსენით და 3:1 დავწინაურდით კიდეც. თუმცა მასპინძლებმა პირველივე მეოთხედში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.
მეორე ნახევარში უნგრელებმა დაცვაში უფრო ყურადღებით თამაში დაიწყეს, კონტრშეტევებზეც სწრაფად გადადიოდნენ და მეორე მეოთხედში სამბურთიანი უპირატესობაც მოიპოვეს.
საერთო ჯამში, საქართველო ძალიან ღრსეულად ეთამაშა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტოქეს, ბევრ კომპონენტში არც ჩამორჩა, მოწინააღმდეგეს დიდად დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა და ეს შეხვედრა პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
უნგრეთი – საქართველო 18:14
3:3, 7:3, 5:5, 4:3
საქართველო: რაზმაძე – ადეიშვილი, დადვანი, შუშიაშვილი, ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი, ვაპენსკი, ბარალდი, ვასიჩი.
GIPHY App Key not set. Please check settings