24 წლის მცველი, რომელიც „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და ეროვნულ ნაკრებშიც ჰყავდათ ერთხელ გამოძახებული, გასული სეზონი ჩეხურ „კარვინაში“ გაატარა, რომელიც ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონს დაემშვიდობა.
ქართველმა მცველმა, 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა. შეგახსენებთ, გუშინ „დინამომ“ მაროკოელი იმრან ომარი დაიმატა.
GIPHY App Key not set. Please check settings