გუშინ გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ „ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სახლში გაძარცვეს, მაშინ, რდესაც ფეხბურთელიც შინ იმყოფებოდა.
თუმცა ფრანგულ პრესაში, კერძოდ actu.fr-ზე განსხვავებული ინფორმაცია წერია, რომელიც სავარაუდოდ უფრო სარწმუნო უნდა იყოს.
Actu Lyon-ის ცნობით, შემთხვევა კვირას მიქაუტაძის სახლთან მოხდა (პარკინგზე), როდესაც ფეხბურთელი „ნიცასთან“ მატჩის შემდეგ ბრუნდებოდა. „ლიონის“ ფორვარდს ორი კრიმინალი (კაპიუშონებითა და ხელთათმანებით) მიუახლოვდა და დაემუქრნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი შეიარაღებული იყო
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა მიქაუტაძეს საათი და სხვა ძვირფასი ნივთები წაართვეს, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. შემთხვევის შედეგად თავად ფეხბურთელი არ დაშავებულა.
ზარალის ჯამური ოდენობა 150-დან 200 ათას ევრომდე მერყეობდა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.საგამოძიებო მოქმედებები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობს.
მთავარია, გიორგი არ დაშავებულა, რის შესახებაც თავად განაცხადა.
არანაირი დაზიანება არ მიმიღია, მადლობა მხარდაჭერისთვის: მიქაუტაძემ ინსტაგრამზე განმარტება გააკეთა
GIPHY App Key not set. Please check settings