in

კვარა ისევ კარგი იყო, მაგრამ ლაციოსთან მაინც არ ათამაშებენ: აი რატომ

სერია A-ს მე-14 ტურში “ნაპოლი” “ტორინოს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, ქართველის გადაცემით სკოტ მაკტომინეიმ ნეაპოლელებს მოაგებინა.

მატჩის შემდეგ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„რაც შეეხება კვარაცხელიას, შესანიშნავად გამოიყურებოდა. ისეთივე კარგი იყო,
როგორც “რომას” წინააღმდეგ. ის თუ როგორც ვთამაშობთ, ამას შეუძლია ხვიჩას პერსონალურ დონეზეც სარგებელი მოუტანოს. თუ ყველაფერს გეგმის მიხედვით გავაკეთებთ, ეს “კვარასთვისაც” და გუნდისთვისაც სასარგებლო იქნება”, – განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს რომში თასზე “ლაციოსთან” ჩაატარებს.

“ტორინოსთან” მატჩის შემდეგ იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას აქებს, წერენ, რომ ისევ თავის დონეზე იასპარეზა, თამაშს მუდმივად ამწვავებდა და სკოტ მაკტომინეის მიერ გატანილ გოლში მისი წვლილი დიდია. თუმცა, კვარაცხელია მომდევნო შეხვედრაში, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

“ნაპოლის” “ლაციოსთან” ზედიზედ ორი დაპირისპირება ელის – 6 დეკემბერს თასის 1/8-ფინალში რომში და 8 დეკემბერს სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში სახლში. მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როტაციას მიმართავს და “ოლიმპიკოზე” განსხვავებულ სასტარტო შემადგენლობას გაიყვანს.

Tuttonapoli-ს ცნობით, კონტე რამდენიმე ფეხბურთელს და მათ შორის კვარაცხელიას დაასვენებს (საჭიროების შემთხვევაში შეცვლაზე შეუშვებს), რათა “დიეგო მარადონაზე” მატჩისათვის ისინი უკეთეს მზადყოფნაში იყვნენ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არანაირი დაზიანება არ მიმიღია, მადლობა მხარდაჭერისთვის: მიქაუტაძემ ინსტაგრამზე განმარტება გააკეთა

სახლში თუ სახლთან: სად გაძარცვეს მიქაუტაძე