საქართველოს ნაკრები წლის დასკვნით შეხვედრას გამართავს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრის მასპინძელ ანდრუვ სტადიონზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცეში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, მედიის კითხვებს მწვთნელთან ერთად ლუკა ლოჩოშვილმა უპასუხეს.
ლუკა ლოჩოშვილი:
“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პირველ თამაშს დამაჯერებლად იგებ, მაგრამ ახლა განსხვავებული მატჩი გველის. პირველ რიგში, ჩვენ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. მეტოქეს საშინაო კედლები დაეხმარება, მაგრამ აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულები.
მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგაზე ყოველთვის ვპროგრესირებთ და ამჟამად ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ყველა თამაშზე მოსაგებად, მაქსიმალური შედეგისთვის გავდივართ. სასიამოვნოა, როდესაც ჯგუფის მოგებას მხოლოდ ერთი გამარჯვება გაშორებს. ფეხბურთელი მსგავს თამაშებში მონაწილეობაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს. თითოეულ მოთამაშეს ეს გათავისებული აქვს. ყველას გვსურს პროგრესი გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. სასიამოვნო ტრადიციას არ დავარღვევთ და A ლიგაში გადავალთ.
ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ახალგაზრდულ ნაკრებს. ვიმედოვნებ, ორივე თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და მთელი ქვეყანა ბედნიერი იქნება გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობთ. კარგი კავშირია ფეხბურთელებს და გულშემატკივარს შორის, რაც ორმაგ სტიმულს გვაძლევს. ვიმედოვნებ, რომ ასე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება”.
ჩეხეთი – საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ჯგუფის გამარჯვებული გახდება და ერთა ლიგის A ლიგის საგზურს მოიპოვებს.
GIPHY App Key not set. Please check settings