in

გვინდა ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვითამაშოთ: საქართველოს თავისი მიზანი აქვს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფს პირველი მატჩი შინ 1:0 მოუგო ხორვატიის ძლიერ გუნდს. ცხადია, ყველაფერი მეორე შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც 19 ნოემბერს რიეკაში გაიმართება.
თბილისური მატჩი შემდეგ კი კომენტარი გააკეთეს ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა.

პირველი მოვიგეთ, მეტიც შეიძლებოდა: ახალგაზრდულის ნამდვილი ფინალი წინაა

რამაზ სვანაძე:

„ძლიერი მეტოქე გვყავდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, რთული თამაში გამოვიდა. მეორე ტაიმში კიდევ უნდა გაგვეტანა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხორვატიაში მოგებულები ჩავალთ.

დავალებების შესრულებით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ჯამში მიზანს მაინც მივაღწიეთ. ფეხბურთელების მონდომება და შედეგი დასაფასებელია.

გვინდა ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვითამაშოთ. ამას ჩვენი ფეხბურთელებისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

განმეორებითი მატჩისთვის ხვადაგიანი და ლომინაძე დაგვემატებიან. რაც შეეხება აზაროვის ტრავმას, პირველადი შეფასებით სერიოზული არ არის, მაგრამ დაველოდებით სამედიცინო შტაბის დასკვნას.

ვიცოდით, რომ ხორვატებს დანაკლისი ჰქონდათ. გამოჩნდა, რომ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და შევეცდებით, საპასუხო მატჩშიც სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

ოთარ მამაგეიშვილი:

„დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო. გავაანალიზებთ და საპასუხო შეხვედრაში გამოვასწორებთ. ჯერ არაფერი დასრულებულა. შევეცდებით, დასახულ მიზანს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

იმის მიუხედავად, რომ თბილისში ვთამაშობდით, ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. დაგვეხმარა ჩვენი გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას.
დარწმუნებული ვარ, ხორვატიაში უფრო დაძაბული თამაში იქნება“.

გაბრიელ სიგუა:

„მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეიძლებოდა. ახლა უნდა მოვემზადოთ განმეორებითი თამაშისთვის, რომ ევრო 2025-ზე მოხვედრა მოვახერხოთ.
თანდათან უფრო მეტ თამაშს შევძლებ. რაც მთავარია, თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ“.

საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: დღეს უკრაინასთან – ბოლო ვარჯიში წლის ბოლო საშინაო მატჩამდე

საქართველოს მხარდაჭერა ექნება და აგრესიულად ითამაშებს: რებროვი დარწმუნებულია, რომ მისი ბიჭები უკრაინისთვის იბრძოლებენ