ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღეს კიდევ 9 მატჩი გაიმართა.
მაგრად არიან იტალიური გუნდები: „ინტერმა“ „არსენალი“ დაამარცხა, „ატალანტამ“ სტუმრად „შტუტგარტს“ აჯობა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ორი კლუბია, რომელსაც გოლი არ გაუშვია და ორივე იტალიური – “ინტერი” და “ატალანტა”.
“ატლეტიკომ” წამატებულ დროში პარიზში სძლია პსჟ-ს.
„ბარსელონა“ კი ყველას უამრავ გოლს უტანს და ანადგურებს.
ბრიუგე – ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 ვანაკენი (52-პენ)
შახტარი – იანგ ბოიზი 2:1
გოლები: 0:1 იმერი (27), 1:1 ზუბკოვი (31), 2:1 სუდაკოვი (41)
ცრვენა ზვეზდა – ბარსელონა 2:5
გოლები: 0:1 ი. მარტინესი (13), 1:1 სილასი (27), 1:2 ლევანდოვსკი (43), 1:3 ლევანდოვსკი (53), 1:4 რაფინია (55), 1:5 ფერმინ ლოპესი (76), 2:5 მილსონი (84)
“ბარსელონამ”, ამ სეზონის ყველა ტურნირის ჩათვლით, პირველ 16 მატჩში 55 გოლი გაიტანა, რაც ამ კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდია. აქამდე, საუკეთესო შედეგი იყო 54 გოლი 1950/51 წლების სეზონში.
“ბარსას” 15 გოლი აქვს ლიგის 4 მატჩში – ყველაზე მეტი.
„ბარსელონა“ ზედიზედ 30 მატჩია ფრეს არ თამაშობს. პირველად 97 წლის განმავლობაში.
„ბარსელონამ“ სეზონის პირველ 16 მატჩში 55 გოლი გაიტანა, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. კატალონელები ლიდერობენ გოლების რაოდენობით როგორც ჩემპიონთა ლიგაზე (15), ასევე ლა ლიგაში (40).
„ბარსელონამ“ ზედიზედ 7 მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 28:5.
ჟიულ კუნდემ 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. კატალონელებს ასისტენტური ჰეთთრიკი, 6 წელია, არ ჰქონიათ.
რობერტ ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგაზე 99 გოლი აქვს. მასზე წინ არიან ლიონელ მესი (129) და კრიშტიანო რონალდო (141).
ლევანდოვსკიმ ამ სეზონში 16 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
ბაიერნი – ბენფიკა 1:0
გოლი: 1:0 მუსიალა (67)
ფეიენოორდი – ზალცბურგი 1:3
გოლები: 0:1 კონატე (45+2), 0:2 კონატე (58), 1:2 ჰაჯი მუსა (81), 1:3 გუინდო (86)
ინტერი – არსენალი 1:0
გოლი: 1:0 ჩალჰანოღლუ (45+3-პენ)
“არსენალმა” “ინტერთან” მატჩში 20-ჯერ დაარტყა კარში, რაც “მეთოფეებისთვის” ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გოლის გარეშე ერთ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 2006 წლის ნოემბრის (23 დარტყმა ცსკა-სთან მატჩში) შემდეგ.
“ინტერმა” ერთადერთხელ დაარტყა ზუსტად კარში და გაიტანა, “არსენალს”20 დარტყმა ჰქონდა, 5 – კარში.
“არსენალმა”, ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 6 მატჩიდან 3 წააგო – იმდენი, რამდენიც წინა 32 შეხვედრაში.
„არსენალმა“ სეზონში პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი.
„ინტერს“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 8 მოგება და 1 ფრე.
„არსენალმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში 3 წააგო – იმდენი, რამდენიც წინა 32 შეხვედრაში.
ჰაქან ჩალჰანოგლუს „ინტერში“ 19-დან 19 პენალტი აქვს გატანილი.
პსჟ – ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 ზაირ-ემერი (14), 1:1 მოლინა (18), 1:2 ანხელ კორეა (90+3)
„ატლეტიკომ“ ამ სეზონში 8 გოლი გაიტანა 90 წუთის შემდეგ. აქედან სამი გოლი ანხელ კორეას ეკუთვნის. ამ გოლებისას სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა ანტუან გრიზმანმა.
ლუის ენრიკემ, როგორც მწვრთნელმა, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ყველა ტურნირში ჩატარებული 14 მატჩიდან 3 წააგო. უფრო მეტი მარცხი პსჟ-ის მწვრთნელს მხოლოდ “ბილბაოსთან” მატჩებში აქვს განცდილი – 4.
სპარტა – ბრესტი 1:2
გოლები: 0:1 ფერნანდეში (37), 0:2 კაირინენი (80-საკ. კარში), 1:2 ოლატუნჯი (90+2)
შტუტგარტი – ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 ლუკმანი (51), 0:2 ძანიოლო (88)
“ატალანტამ” ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ჩატარებული მატჩების 54% მოიგო (13-დან 7). ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ გუნდებს შორის, რომელთაც ტურნირში გასვლაზე მინიმუმ 10 თამაში აქვთ ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings