in

მანჩესტერის ახალ მწვრთნელს ხვიჩა უნდა: ყველას დაავიწყდა კვარას დამსახურება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Calcionapoli24-ის ჟურნალისტი ლუკა კერჩონე ავრცელებს.

იტალიელის ცნობით, ქართველის შეძენა ამორიმის პირველი მოთხოვნაა, მხარეები კი გარიგებაზე მუშაობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიწყებენ.

შეგახსენებთ, ამორიმმა “წითელ ეშმაკებში” ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და “ნაპოლი” ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მეასე მატჩი ჩაატარა და კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის შვილმა, ედომ „ატალანტასთან“ შეხვედრის დაწყებამდე ქართველს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

AreaNapoli წერს, რომ ბერგამოელებთან „კვარა“ არ ბრწყინავდა, თუმცა თამაში მთელმა გუნდმა ჩააგდო, კრიტიკა კი ყველაზე მეტად ხვიჩამ დაიმსახურა. აღნიშნულია, რომ კლუბის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ფსევდო-გულშემატკივრები ხვიჩას აბსურდული ბრალდებებით დაესხნენ თავს, რომელიც მათი აზრით, ისე იქცევა, თითქოს „ნაპოლი“ უყვარს. CalcioNapoli24-მა ნამატჩევს ტიფოზებს კომენტარების გაკეთება სთხოვა და უმეტესობა კვარაცხელიას აკრიტიკებს. ყველას უცბად დაავიწყდა ფეხბურთელის დამსახურება, რომელიც გუნდში ლამის ყველაზე დაბალანაზღაურებადია.

„რეპუბლიკას“ ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ამჯერად ლუკაკუ და კვარაცხელია ვერაფრით დაეხმარენ, რომლებმაც გუნდს „მილანთან“ გამარჯვება მოუპოვეს, მაგრამ დე ლაურენტისის სასიხარულოდ ქართველის ჯამაგირი ბელგიელთან შედარებით ოთხჯერ ნაკლებია, თან რვა წლით უმცროსია და სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადია.

Ilmattino დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზს უსვამს, რომ ხვიჩა თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, ზაფხულში ჩემოდნებს ჩაალაგებს და ნეაპოლიდან აიბარგება.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკრაინამ საქართველოსთვის შემადგენლობა ჩამოწერა: ბათუმში 25 კაცით მოდიან

საქართველოს ახალი უცხოელი ეყოლება: ბასკონიას ამერიკელმა გამთამაშებელმა ჩვენი მოქალაქეობა მიიღო