in

ვიდეო: ბასილაშვილმა სეულის ტურნირი მოიგო და 96 საფეხურით წინ წაიწია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეულის ტურნირი მოიგო.

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჰარდის საფარზე გამართული 100 ქულიანი ჩელენჯერის გამარჯვებულია.

მან ფინალში 31 წლის იაპონელი, მსოფლიოს 78-ე ნომერი ტარო დანიელი ორ სეტში დაამარცხა – 7:5, 6:4.

ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ დაამარცხა მე-7 ნომრად განთესილი ფრანგი ტერენს ატმანე (156-ე) – 6:3, 3:6, 6:4. ტაივანელი ტუნგ-ლინ ვუ (228-ე) – 6:2, 6:7, 6:4, ჰიროკი მოროია (იაპონია, 407-ე) – 6:3, 6:4. ნახევაარფინალში ფრანგი ანტუან ესკოფიე (223-ე) სათამაშოდ არ გამოცხადდა და ფინალში უბრძოლველად გავიდა.

რეიტინგით 311-ე ბასილაშვილმა 100 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო რეიტინგში 96 საფეხურით წინ აიწევა და 215-ე ადგილზე გადავა.

ქულების გარდა ნიკას ყულაბაში 18 230 დოლარიც შევა.

ბასილაშვილმა 2021 წლის შემდეგ (მიუნხენი) პირველი ტურნირი მოიგო.

ბასილაშვილი სეულიდან იაპონიაში გადავა და 75-ქულიან ჩელენჯერში მიიღებს მონაწილეობას.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუს მაგარი გოლი არ ჩაუთვალეს: კარლსრუე VAR-თან დამარცხდა

ზურიკოს სენტ ეტიენმა მოიგო და ახლა მიქაუტაძესთან შეხვედრა ელის