ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) წლის შეჯამებას იწყებს და ნომინანტები საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიაშიც ჩამოწერა.
სასიხარულოა, რომ 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც არის წარდგენილი. ეს დიდწილად ჩვენი გუნდის ევრო 2024-ზე ჯერ მოხვედრას და შემდეგ იქ წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება.
ცხადია ჩვენი მწვრთნელის გამარჯვების შანსი დიდი არ არის, მაგრამ ნომინანტებს შორის მოხვედრაც უკვე დიდი საქმეა. სულ კი 20 კანდიდატია წარდგენილი და მათ შორის არიან ევროს მომგები ესპანეთის მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე, კოპა ამერიკის გამარჯვებული ლიონელ სკალონი.
აღსანიშნავია, რომ სანაკრებო მწვრთნელების დაჯილდოება ცალკეა და საკლუბოსი ცალკე.
აი ყველა ნომინანტი:
GIPHY App Key not set. Please check settings