in

ხვიჩას მანჩესტერი აკვირდება: რას ითხოვს ნაპოლის პრეზიდენტი

TUTTO mercato WEB-ი იტობინება, რომ „ემპოლისთან“ „ნაპოლის“ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას და ალესანდრო ბონჯორნოს თამაშის სანახავად „მანჩესტერის“ წარმომადგენლები დაესწრნენ და ორივემ მათზე შთაბეჭდილება მოახდინა – პირველმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მეორე კი დაცვაში კარგად გაისარჯა.

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება ვერ ხერხდება, გასულ სეზონში უნდოდათ კონტრაქტში მისი გამოსასყიდი ფასის, 100 მილიონი ევროს დაფიქსირება, მაგრამ მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გამო უარის თქმა მოუწიათ, რადგან ის ქართველს ხელშეუხებლად მიიჩნევდა. რაც შეეხება ზაფხულში „ტორინოსგან“ 40 მილიონად შეძენილ ბონჯორნოს, კლუბი 70 მილიონზე მეტად დააფასებს, თანაც აურელიო დე ლაურენტისს მისი გასხვისების სურვილი ნაკლებად ექნება.

იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანფრანკო ძოლამ განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრები ხვიჩამ თავისი დონის შესაფერისად ვერ ჩაატარა, თუმცა ვარსკვლავებს აქვთ ჩავარდნები, მაგალითად, როგორც ლაუტარო მარტინესს და პაულო დიბალას, ეს ქართველს პროგრესირებაში დაეხმარება და ძალიან უნდა პრემიერლიგაში იხილოს.

„კორიერე დელო სპორტის“ დირექტორმა ივან ძაძარონიმ თქვა, რომ „ნაპოლის“ მიერ „კვარასთვის“ 5/6-მილიონიანი შეთავაზება კარგია, უნდა დათანხმდეს, მაგრამ თუ არ აწყობს, მაშინ 100 მილიონად გაყიდიან (თუ პსჟ მართლა ამხელა თანხას იხდიდა) და ამ ფულით კლუბი სხვა ფეხბურთელს შეიძენს.

ჟურნალისტი პაოლო პაოლეტი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ ნეაპოლურ კლუბს კვარაცხელიას ტრანსფერი სულ რაღაც 10 მილიონი დაუჯდა, დე ლაურენტისი კონფლიქტში შევიდა მოთამაშესთან, რომელიც ბოლო ორ სეზონში საუკეთესო იყო, გუნდში ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია და არ სურს იმდენი გადაუხადოს, რამდენსაც იმსახურებს, ხოლო ყოველივე ამან შეიძლება განშორება გამოიწვიოს.

„გაძეტა დელო სპორტის“ მიმომხილველის მიმო მალფიტანოს აზრით, მხარეები ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეთანხმდებიან და ივნისში ხვიჩას გასაყიდად უნდა მოემზადონ.

ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Sky Sport-ის მიკროფონთან ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე ისაუბრა. როგორც “პარტენოპეის” მფლობელი აღნიშნავს, ქართველმა კლუბის ეკონომუკურ შესაძლებლობებს პატივი უნდა სცეს.

“კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? – ფეხბურთელები, რომლებიც ახლა “ნაპოლიში” არიან, გუნდში მანამდე დარჩებიან, სანამ ჩვენ მოგვესურვება. წარსულში გვქონია შემთხვევები, როდესაც ზოგიერი მოთამაშის თავგადასავალი დასრულებლად მიგვიჩნევია და პრობლემა არასდროს შექმნილა.
ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით იმას, რისი გაკეთებაც ფეხბურთელს სურს და მოთამაშეც გუნდის ეკონომიკურ ინვესტიციებს ასე უნდა მიუდგეს”, – თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და “ნაპოლი” ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ხვიჩას მხარეს ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდა სურს, მაგრამ “პარტენოპეი” მხოლოდ 6 მილიონს სთავაზობს. სათქმელია ისიც, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის 80 მილიონი ევროს ჩაწერა უნდა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვემ სრულად ითამაშა, უოტფორდმა ისევ წააგო

რონალდო წელიწადში 263 მილიონ ევროს იღებს: ყველაზე მეტს საუდის არაბეთში – ნეიმარს 102 მილიონი აქვს