in

ლეო მესი და მუსიკოსი Adidas-ის ახალ ბუცებზე სამუშაოდ გაერთიანდნენ – შეაფასეთ

ფეხბურთის ლეგენდა ლიონელ მესი გაერთიანდა რეგეტონის ვარსკვლავ Bad Bunny-სთან და შექმნა Adidas Sneakers Collection-ის ბუცები.

ბუცები F50 ოფიციალურად გაყიდვაში 26 ოქტომბერს გამოვა.

მესი სიახლით მოედანზე უკვე გამოჩნდა „ნიუ ინგლენდთან“ მატჩში, სადაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს 6:2 მოაგებინა.

Adidas F50 2024 “Messi x Bad Bunny” საფეხბურთო ფეხსაცმელს აქვს საინტერესო დიზაინი და უჩვეულო ფერის სქემა. შერეულია ოქროსფერი, ყავისფერი, კრემისებრი, თეთრი და ლურჯი.

ენაზე წერია “მესი Bad Bunny-თვის”. ძირზე გამოსახულია ლეოს სახელი, გვერდით პუერტო-რიკოს დროშა წარწერით B.Martinez, რაც მომღერლის ნამდვილი სახელია.

Bad Bunny, იგივე პუერტო რიკოელი ბენიტო მარტინესი, მესის ფანია და ის თავისი ალბომის ტექსტშიც მოახვედრა.
თავად ლეო პატივს სცემს მუსიკოსს და უყვარს მისი ნამუშევრები:
„მე და ჩემს ოჯახს ძალიან მოგვწონს Bad Bunny-ის მუსიკა. ჩვენ მას დიდი ხანია ვადევნებთ თვალს, ჩვენს ფლეილისტში ყოველთვის არის მისი რომელიმე სიმღერა“, – აღიარა არგენტინელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას საწინააღმდეგო კამპანია… დაკარგავს თუ არა კვარაცხელია ძირითადში ადგილს 

რა მოხდება ცნობილ ფეხბურთელებს ანიმაციაში თუ გადავიყვანთ? მოდი შევხედოთ