in

საქართველოს ფასი გაზრდილია: პირველად ვართ მსოფლიოს საუკეთესო 30-ში

საქართველოს ნაკრებმა პირველად მიაღწია ასეთ შედეგს – “ტრანსფერმარკტის” შეფასებით, ჩვენი ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 180.05 მილიონი ევრო გახდა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნაკრებებს შორის საქართველო პირველად მოხვდა საუკეთესო 30-ში.

ასეთი შედეგი განპირობებულია იმით, რომ საბა გოგლიჩიძის ფასი 300 ათასიდან ერთბაშად 5 მილიონი გახდა, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილის 2,5 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზარდა.

ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა ტოპ-10 ახლა ასეთი გამოვიდა:

ხვიჩა კვარაცხელია 80.0
გიორგი მამარდაშვილი 45.0
გიორგი მიქაუტაძე 20.0
ოთარ კიტეიშვილი 5.00
ზურიკო დავითაშვილი 5.00
ირაკლი აზაროვი 5.00
საბა გოგლიჩიძე 5.00
გიორგი ქოჩორაშვილი 4.00
გიორგი ჩაკვეტაძე 2.50
გიორგი გოჩოლეიშვილი 2.50

ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა უკრაინის შემდეგ:

უკრაინა 263.00 მლნ. ევრო
საქართველო 180.05
ჩეხეთი 159.80
ალბანეთი 97.700

საქართველოს ნაკრები ზოგადად ერთა ლიგის B ლიგაში მე-9 ადგილზეა.

ინგლისი 1.340.00
ნორვეგია 393.30
თურქეთი 328.50
უკრაინა 263.00
ავსტრია 219.70
საბერძნეთი 193.80
ირლანდია 183.10
საქართველო 180.05
უელსი 159.45
სლოვენია 126.75

რაც შეეხება ფეხბურთელებს, ჩვენი ჯგუფის ტოპ-ათეულში სამი ქართველი მოხვდა. თანაც პირველ ორ პოზიციაზე სწორედ ჩვენები არიან.

  1. ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო / ნაპოლი 80.00
  2. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო / ვალენსია 45.00
  3. გიორგი მიქაუტაძე, საქართველო / ლიონი 20.00

დაბოლოს, საქართველოს ნაკრები ჯამური შეფასებით უსწრებს სერბეთს, შოტლანდიას, უნგრეთს, ბოსნიას, ისრაელს, კამერუნს, მექსიკას, კანადას, უელსს, სამხრეთ კორეას, სლოვენიას და სხვა კარგ გუნდებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამხელა ნახტომი: საბა გოგლიჩიძის ფასი 5 მილიონი გახდა – უკვე მილანზეც იწერება

კონტეს დილემა: ათამაშოს თუ არა კვარა – ხელოვნურია თუ არა ხვიჩას შევიწროება