in

ფეხბურთელებს ლანძღავენ: ფიფა ზომებს იღებს

ევრო 2020-სა და აფრიკის თასის მონაწილეთა ნახევარს ინტერნეტში შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ფიფასა და FIFPro-ს კვლევის თანახმად, ფეხბურთელების 55%-ზე მეტი, რომლებმაც ითამაშეს იტალია-ინგლისის (1:1, 3:2 პენ) და სენეგალი-ეგვიპტეს (0:0. 6:4 პენ) შეხვედრებში, შეურაცხყოფას წააწყდნენ მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ.

ყველაზე მეტი იყო ჰომოფობიური გამონათქვამები (40%), რასისტულმა შეძახილებმა მეორე ადგილი დაიკავა (38%).

Sky Sports-ის მონაცემებით, ევროს ფინალის დროს ყველაზე მეტად შეურაცხყოფდნენ ბუკაიო საკას და მარკუს რაშფორდს – ორივემ პენალტი გააფუჭა.

ყველაზე მეტი შეურაცხყოფა წამოვიდა წაგებული ქვეყნის წარმომადგენლებისგან: ნეგატიური შეტყობინებების 38% დიდ ბრიტანეთზე მოდის, 19% – ეგვიპტეზე.

ამასთან დაკავშირებით ფიფა და FIFPro ჩაუშვებენ სპეციალურ მოდერაციას, რომელიც მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატებზე შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს დაფარავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩელსის ყველაზე ცუდი ტრანსფერები – რა ხალხი შეგროვდა

ხვიჩას ფასი არ იკლებს: ბათუმი დომინირებს – ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები