გაზეთი „The Sunday Times” ბრიტანეთში მოღვაწე 25 ყველაზე ქველმოქმედი ადამიანის სიას აქვეყნებს და „ლივერპულის“ მოთამაშე მო სალაჰი სიის მე-8 ნომერია.
ფეხბურთელთა შორის სალაჰი ერთადერთია, მაგრამ ცხრილში რომ ჩაიხედავთ შეამჩნევთ უკვე სერად წოდებულ ლუის ჰამილტონს ანდაც სერ ელტონ ჯონს. მოკლედ, სიაში სხვადასხვა დარგში გამორჩეული ხალხია წარმოდგენილი. ყველაზე ქველმოქმედი სერ კრისტოფერ ჰონია, რომელიც კორპორაცია „TCI FUND MANAGEMENT”-ის მფლობელია. ამ კორპორაციის მართვის ქვეშაა კლიენტთა 44 მილიარდიანი სახსრები.
ისე, სალაჰს დავუბრუნდეთ და ბოლო პერიოდში მას კრიტიკა არაერთგზის შეხვდა ხმამაღალი განცხადებების გამო. ფინალის წინ „რეალის“ დაჩოქებას ღიად აანონსებდა და არ გამოვიდა. ახლა სწორებას “ოქროს ბურთზე” აკეთებს…
ნუ, ეს ყველაფერი მოედანზე მიმდინარე მოვლენებია და სალაჰის დარ მოთამაშეს ასეთების თქმის უფლება, ალბათ აქვს. რაც შეეხება მოედანს მიღმა მოღვაწეობას, მდიდართა შორის მასზე კეთილი, ბევრი ნამდვილად არ დააბიჯებს.
GIPHY App Key not set. Please check settings