ერთ-ერთ რადიოში ბრაზილიელმა როდრიგომ, 28 ივნისს გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელშიც მადრიდის „რეალმა“ „ლივერპული“ ვინისიუსის გოლით დაამარცხა.
„მატჩის დასრულების შემდეგ დავინახე მოდრიჩი როგორ აღმოჩნდა სალაჰის წინ და უთხრა: კიდევ სცადე, შემდეგზე გაგიმართლებსო – ამ სიტყვების წარმოთქმისას როდრიგომ სიცილი ვერ შეიკავა.
შეგახსენებთ, ფინალამდე მოჰამედ სალაჰი ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდა და „რეალთან“ ანგარიშის გასწორებით იმუქრებოდა, მაგრამ ტიბო კურტუამ ხელი მოუცარა.
GIPHY App Key not set. Please check settings